30 ივნისი 2024,   07:55
ვრცლად
ეს არის გუნდი, რომელიც შესანიშნავ ტურნირს ატარებს და რომელმაც პორტუგალია დაამარცხა - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოზე

პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევროპის ორგზის ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოს ნაკრების მიმართ პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ წინ ურთულესი მატჩი ელის.

"ჩვენ მათ უდიდეს პატივს ვცემთ. ეს არის გუნდი, რომელიც შესანიშნავ ტურნირს ატარებს და რომელმაც პორტუგალია დაამარცხა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ისინი უმჯობესდებიან და პროგრესირებენ. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რომ გვქონდეს, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ, გარკვეულწილად, სისტემა შეცვალეს, მაგრამ არა იდეა, რომელიც აქვთ, იმ მოთამაშეებით, რომლებიც კონტრშეტევაზე სწრაფად გადადიან. ფრთხილად უნდა ვიყოთ. გასული მატჩების გამოცდილება, პლეი ოფში გასვლა და დამატებითი მოტივაცია, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით მიიღეს, მათ უფრო საშიშებს ხდის. უნდა დავამტკიცოთ ჩვენი იდეა, გზა და გავაგრძელოთ ზრდა. ჩვენს თავებში, გულებში და ფეხებში უნდა განვვითარდეთ. ფეხბურთელებს ეს ესმით. თუ შორს გასვლა გვსურს, გაუმჯობესება მუდმივი უნდა იყოს," - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

დღის ამბები