01 ივლისი 2024,   15:02
ვრცლად
ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი, "ჯარის ბანაკის“ მეორე როტაციას მასპინძლობს

ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი, "ჯარის ბანაკის“ მეორე როტაციას მასპინძლობს. საზაფხულო ბანაკის ერთ-ერთ დღეს ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებად გადანაწილებულ ბავშვებს პნევმატური იარაღიდან მიზანში სროლასა და წინაღობათა ზოლის გადალახვაში მოუწიათ ასპარეზობა.

დღის მეორე ნახევარი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებთან შეხვედრით გაგრძელდა. "ჯარის ბანაკი“ მიზნად ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს.

დღის ამბები