02 ივლისი 2024,   02:35
ვრცლად
ხუთჯვრიანი დროშები, ეროვნული ჰიმნი, გამამხნევებელი შეძახილები და დაუვიწყარი ემოციები - ქართველი ქომაგები კიოლნში

გზას, რომელიც რთულია, ამარტივებს ქომაგებით სავსე ტრიბუნები. ხუთჯვრიანი დროშები, ეროვნული ჰიმნი, გამამხნევებელი შეძახილები და დაუვიწყარი ემოციები. მეთორმეტე მოთამაშე ისევ ფორმაშია და ისევ მზად არის, ევროპას პატარა ქვეყნის დიდი ხმა ამჯერად კიოლნის ქუჩებიდან გააგონოს.

ისე, როგორც წინა თამაშებზე, ხვალაც ქომაგები სტადიონამდე მსვლელობით და ერთი იმედით მივლენ - ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს, კიდევ ერთი დაუვიწყარი ეპიზოდი შემატონ.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე. 

დღის ამბები