გერმანიის მსგავსად, დიდი საფეხბურთო ვნებათაღელვაა საქართველოშიც. გულშემატკივრები, ტრადიციულად, ტელეეკრანებთან და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში შეიკრიბებიან.
ქომაგებისთვის, მიხეილ მესხის სტადიონი დღესაც გაიღება, სადაც მორიგი ისტორიული თამაში პირდაპირ ეთერში, 6 მონიტორიდან გადაიცემა.
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარ მოლოდინებს ერთმანეთს უზიარებენ საქართველოშიც.
"სიამაყით და ბედნიერების სავსე ვარ, რადგან უშუალოდ მქონდა შეხება ამ ყველაფერთან. ზუსტად იცოდნენ, რისთვის ემზადებოდნენ და რა იყო მათი მიზანი. თავისუფალ გარემოში, დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ, ლაღები და იუმორით სავსეები. ვერ ვიხსენებ, მე მათთან მოედანზე ან მოედნის მიღმა რამე შენიშვნა მქონოდა. მართლა გამორჩეული ბიჭები არიან და ეს ყველაფერი დღევანდელ ნაკრებში აშკარად იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ რთული თამაში გველოდება, მე ამ ბიჭებისგან არაფერს აღარ გამოვრიცხავ", - განაცხადა მწვრთნელმა ვახტანგ იაგორაშვილმა.