05 ივლისი 2024,   02:49
ვრცლად
ამ გუნდის უდიდესი ძალა არის ის, რომ ჩვენ გულშემატკივრებსა და ჩვენ შორის ძალიან მაგარი სინერგიაა, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისთვის - ნიკა კვეკვესკირი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ქომაგებთან შესახვედრად, თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. პირველი, ვინც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ნიკა კვეკვესკირია.

კვეკვესკირმა გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან დიდი მადლობა ამ ენერგიისთვის, რომელსაც თქვენ გვაძლევთ. ამ გუნდის უდიდესი ძალა არის ის, რომ ჩვენ გულშემატკივრებსა და ჩვენ შორის არის ძალიან მაგარი სინერგია და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისთვის.

ცოტა უჩვეულო პოზიციაში ვარ, მე ამირჩიეს, რომ გამოვაცხადო გუნდი. გამოვაცხადებ ფეხბურთელებს, ისინი სათითაოდ გამოვლენ და, როგორც თამაშის დროს ხდება ხოლმე, დავიძახებ სახელს და თქვენ ყველამ ერთად უნდა დაიძახოთ გვარი", - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

დღის ამბები