07 ივლისი 2024,   02:44
ვრცლად
აქტიურია საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში - ქვეყნის თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ მიმართული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს

საბრძოლო მოქმედებები აქტიურია უკრაინაში - უკრაინის თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ მიმართული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

დნეპრში კი გლოვის დღეა. ქალაქზე იერიშს გუშინ 5 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა. აქედან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაიბომბა დონეცკი, დაშავდა 2 ადამიანი. იერიშები იყო ზაპოროჟიეზე, სადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დასახლებული პუნქტები დაბომბეს ოკუპანტებმა ხერსონში, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. დაიბომბა სუმიც.

ომის დასრულების გეგმაზე ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ, თუ ამერიკის ექსპრეზიდენტმა იცის, როგორ დაასრულოს ომი, მზად არის მოისმინოს მისი წინადადებები და მას შეხვდეს.

"რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დნიპროში სამაშველო ოპერაციები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ცნობილია 5 გარდაცვლილის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახსა და მეგობრებს. დნიპროში დაზიანდა სახლები, საავადმყოფოები და საწარმოები. ასევე, იყო სარაკეტო დარტყმები ჩვენს სხვა რეგიონებზე, ხარკოვსა და ჩვენს საბრძოლო პოზიციებზე. ამ ყველაფრის შეჩერება მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია - მეტ საჰაერო თავდაცვას," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები