24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ სოფელში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 35 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

დღის ამბები