29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
საიდუმლო ქირურგიული კლინიკები, სადაც კრიმინალები სახეს იცვლიდნენ - ფილიპინებში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

ხელისუფლების ინფორმაციით, ფილიპინებში, იატაკქვეშა კლინიკები კრიმინალებს, ძებნილებსა და თაღლითური ორგანიზაციების მუშაკებს პლასტიკური ქირურგიის მომსახურებას სთავაზობენ, რათა ისინი მართლმსაჯულებას დაუსხლტნენ და დაკავება აირიდონ თავიდან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უახლოეს რამდენიმე კვირაში, ასეთი უკანონო მომსახურების მქონე ორი კლინიკის დახურვა იგეგმება. ერთ-ერთი კლინიკის ჩხრეკისას, ამოღებულია თმის გადანერგვის ინსტრუმენტები, კბილის იმპლანტები და კანის გასაღიავებელი პრეპარატები.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის სპიკერის თქმით, აღმოჩენილ ხელსაწყოების მეშვეობით, "სრულიად ახალი ადამიანის შექმნაა შესაძლებელი”.

პასაიში ჩატარებული რეიდის დროს, დააკავეს სამი ექიმი - ორი ვიეტნამიდან და ერთი ჩინეთიდან. ასევე, ჩინელი ფარმაცევტი და ვიეტნამელი მედდა. დაკავებულთაგან არცერთს არ ჰქონდა ფილიპინებში მუშაობის ლიცენზია.

დღის ამბები