29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ტურისტული სეზონის პიკში, საბერძნეთის კუნძულებს წყლის კრიზისი ემუქრებათ - Reuters

საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე მდებარე ყველაზე დიდი წყალსაცავი ამოშრა, ხოლო ზღვის წყალი ამომშრალ საირიგაციო ჭებში ხვდება, რის გამოც კუნძულზე კარტოფილის მოსავალს საფრთხე ემუქრება. კიდევ ერთ კუნძულზე - კარპატოსზე ხელისუფლებამ საცურაო აუზების წყლით გავსებაზე შეზღუდვა დააწესა, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ თასოსზე წყლის გაფილტვრისთვის საჭირო დანადგარს ეძებენ, რათა ზღვის წყალი დასალევად ვარგისიანი გახადონ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

"მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში ნალექის მწვავე დეფიციტია, განსაკუთრებით კუნძულ ნაქსოსზე, სადაც ჩვენი წყალსაცავები დაცარიელებულია“, - განაცხადა კუნძულის მერმა დიმიტრის ლიანოსმა.

საბერძნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე რამდენიმე თვეა წვიმა საერთოდ არ მოსულა. ახლა, როდესაც ქვეყნის კუნძულები ტურისტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადებიან, წყლით მომარაგებაზე დატვირთვა ჯერ კიდევ არ არის გაზრდილი.

 

დღის ამბები