21 ივლისი 2024,   23:18
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქეთევან კიკნაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.

"მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა ქეთევანმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.

ვუსამძიმრებ ქალბატონი ქეთევან კიკნაძის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები