29 სექტემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული მოვლენები, NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კოლომინა აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და NATO-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"კარგი შეხვედრა გვქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, NATO-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით და რეგიონული მოვლენები. NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", – წერს ხავიერ კოლომინა.

დღის ამბები