24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ახალმა, დიდმა ევროპულმა კოსმოსურმა რაკეტამ Ariane-6 პირველი აფრენა წარმატებით განახორციელა

ახალმა, დიდმა ევროპულმა კოსმოსურმა რაკეტამ Ariane-6, პირველი აფრენა წარმატებით განახორციელა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასტარტო მოედნიდან, ხომალდი, გრინვიჩის დროით 19:00 საათზე აფრინდა. ხომალდს დემონსტრაციული მისია ჰქონდა, რათა ორბიტაზე თანამგზავრები გაეშვა.

სასურველ სიმაღლეზე ასვლისა და მცირე თანამგზავრების გაშვების შემდეგ, ხომალდის ბორტკომპიუტერის მუშაობაში ხარვეზები გაჩნდა.

ბორტკომპიუტერმა, ნაადრევად გამორთო დამხმარე ელექტრონული ერთეული, რომელიც ხომალდის ძრავში გადაადგილებისთვის შესაბამის წნევას ქმნიდა.

ამან შეუძლებელი გახადა ხომალდს ორბიტის დასატოვებლად საჭირო ბოლო მოქმედება განეხორციელებინა.

საკონტროლო ოთახიდან აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, თუმცა ფრენა მაინც წარმატებულად ჩაითვალა.

"ეს არის ისტორიული მომენტი. ახალი მძიმე წონის რაკეტის პირველი გაშვება ყოველწლიურად არ ხდება, ეს ხდება მხოლოდ ყოველ 20 ან შესაძლოა 30 წელიწადში ერთხელ. დღეს, ჩვენ წარმატებით გავუშვით Ariane 6", - განაცხადა ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა.

აღნიშნული კოსმოსური რაკეტის შექმნა 4 მილიარდი დოლარი დაჯდა.

დღის ამბები