16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, ოთხ წლიანი გაუმჯობესებით კი მეორე ადგილზე მსოფლიოში. 
 
მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის გლობალური მონაცემები განაახლა. მონაცემებით, საქართველოში ამ მაჩვენებელმა 2023 წელს 51, 152 დოლარს გადააჭარბა, წლიურმა ზრდამ კი 6,8% შეადგინა. 
 
ზრდის ამ ტემპით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. მსოფლიოს ბანკის განმარტებით, "შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. 
 
ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის, ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს".
დღის ამბები