24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს მსუბუქი და მაღალი გამავლობის 96 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებები მიიღო. მთლიანობაში, სააგენტოს მსუბუქი და მაღალი გამავლობის 96 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა.

ღონისძიება, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ესწრებოდნენ, ვაზიანში გაიმართა.

აღნიშნული ავტომობილები
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით,სააგენტოს აღნიშნული მანქანები დაეხმარება ლოჯისტიკური კომპონენტის გაძლიერებაში.

"გადავეცით მსუბუქი და მაღალი განმავლობის მანქანები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შეიქმნა თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან. სააგენტოს აღნიშნული მანქანები დაეხმარება ლოჯისტიკური კომპონენტის გაძლიერებაში და მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებაში. სააგენტო პასუხისმგებელია იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც დაგეგმილი არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართ.2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური სრულიად თავდაცვის სამინისტროში გადმოდის", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დღის ამბები