24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ეს გაერთიანება არის "ძველი ნაციონალების" შეკრება, რომელსაც, რა თქმა უნდა, აკონტროლებს კეზერაშვილი - ირაკლი ქადაგიშვილი "გირჩის", "დროას" და "ახალის" ერთობაზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "დროას", "გირჩის" და "ახალის" გაერთიანება, ძირგამომპალი "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობაა, საკუთარი თავი ისე გაყიდონ, თითქოს ახლები არიან.

მისი თქმით, ეს გაერთიანება "ძველი ნაციონალების" შეკრებაა, რომელსაც დავით კეზერაშვილი აკონტროლებს, მეორე ფლანგს კი მიხეილ სააკაშვილი.

"შინაარსობრივად ერთნი არიან, მაგრამ პიროვნული გაურკვევლობები აიძულებდა მათ დაშლილიყვნენ. დღეს, ეს გაერთიანება არის "ძველი ნაციონალების" შეკრება, რომელსაც რა თქმა უნდა აკონტროლებს კეზერაშვილი და აქეთა "ნაციონალებს" აკონტროლებს სააკაშვილი. აქ რაღაც სიახლესთან არ გვაქვს საქმე. სრული უპრინციპობაა, რადგან მელია იძახდა, რომ არასდროს ოლიგარქთან და ქართული ჯარის ფულის მომპარავ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ადამიანებთან ერთად არ დავჯდებიო. კეზერაშვილი თვითონ ამბობდა, რომ "გირჩსაც" ვაფინანსებ და "დროასაცო", აქედან გამომდინარე, ეს არის ძირგამომპალი "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, რომ საკუთარი თავი გაყიდონ ისე თითქოს ახლები არიან", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები