24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ეს არის წინასაარჩევნოდ უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესში - ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებულია, თბილისში უმრავლესობის წევრები აფასებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევას ნიშნავს. 

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს რიტორიკა გაიზრდება. ჩვენ ამ შანტაჟში არ უნდა შევყვეთ და გავყვეთ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უნდა გავაკეთოთ. არჩევნების შემდეგ კი, ყველა იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაზეც საქართველო არის და ჩვენთან ურთიერთობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. ეს არის წინა საარჩევნოდ, მათი მხრიდან უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესში.

საქართველოს დემოკრატიაშიც წინსვლა აქვს და ეკონომიკაშიც. უბრალოდ, არჩევნების წინ უნდათ ამ ხალხის რეამინირება და ხელისუფლებაში რამენაირად მოყვანა. ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი არის ის საზოგადოება, რომელსაც შეიძლება დააჯერო, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო დემოკრატია და დღეს საქართველოში დემოკრატია არ არის. ეს არის ბლეფი და ამ ბლეფს ემსახურება ეს განცხადებები. მიზანი არის ნაციონალური მოძრაობის მოტრიალება ხელისუფლებაში," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები