24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
გამჭვირვალობა აუცილებელია მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ - გია ვოლსკი

გამჭვირვალობა აუცილებელია, მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებულია, უსამართლობაა. 

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა – ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ, თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას აჩვენებს. ეს თემა შემოვიტანეთ და ამასთან დაკავშირებით, ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც, ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები