24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში სპილოებმა ტურისტი გათელეს - ცხოველი მას ფოტოების გადაღებისას დაესხა თავს

სამხრეთ აფრიკაში სპილოებმა ტურისტი გათელეს. ესპანელ ტურისტს ცხოველი თავს მაშინ დაესხა, როცა მან საცოლე ავტომობილში დატოვა, თავად კი მანქანიდან ფოტოების გადასაღებად გადავიდა. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა კონტინენტზე, როდესაც ცხოველები ტურისტს თავს ესხმიან.

43 წლის მამაკაცი პილანსბერგის ეროვნულ პარკში კვირას მოკლეს, იოჰანესბურგთან ახლოს.

"სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო სპილოსგან გაქცევა, რომელსაც დანარჩენი სპილოებიც შეუერთდნენ. მათ მამაკაცი მოამწყვდიეს და სასიკვდილოდ გათელეს," - აცხადებს ადგილობრივი პოლიციელი.

გავრცელებული ინფორმაციით, სპილოებთან ერთად პატარა სპლიყვებიც იყვნენ - ველური ბუნების ექსპერტები ხშირად აფრთხილებენ ტურისტებს, რომ სპილოები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან პატარა სპლიყვებს და შესაძლოა აგრესიული რეაქცია გამოხატონ სავარაუდო საფრთხეზე.

პოლიციის განცხადებით, მამაკაცის საცოლე და კიდევ ორი ქალი ტურისტი, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ, არ დაშავებულან. 

წყარო: CBS News

დღის ამბები