21 ივლისი 2024,   23:52
ვრცლად
ბრიუსელში ქარიშხლის შედეგად 2 თვის ჩვილი დაიღუპა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რასაც წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი მოჰყვა. უამინდობის შედეგად, დედაქალაქში, უკლეს რაიონში 2 თვის ჩვილი დაიღუპა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას ქარისგან მოგლეჯილი ხის ტოტი მაშინ მოხვდა, როდესაც დედასთან ერთად სკვერში იმყოფებოდა. ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მიღებული ტრავმების გამო ვერ მოხერხდა.

შტორმი ბელგიის რამდენიმე რეგიონს ერთდროულად დაატყდა თავს, მათგან ყველაზე დიდი ზიანი დედაქალაქს მიადგა. შტორმის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია სახლები, დატბორილია საავტომობილო გზები და გვირაბები.

წყალდიდობის გამო შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.

დღის ამბები