24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ჰოლივუდის მსახიობი და პროდიუსერი დევიდ მოსქოუ საქართველოს ეწვია

ჰოლივუდის მსახიობი და პროდიუსერი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი საქართველოს ეწვია. 20 წლიანმა ლოდინმა გაამართლა - დევიდ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლს მოამზადებს, ქართული გასტრონომიით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა - from stratch დაინტერესდა.

მოსქოუ წინანდალს ესტუმრა. კახეთში შეფ-მზარეულებთან შეხვედრამდე, მსახიობმა ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმიც მოინახულა. კულტურული აქტივობების შემდეგ, მოსქოუ ქართულ გასტრონომიას გაეცნო და კერძებიც მოამზადა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესებულ სტუმართან ერთად, კერძების მომზადების პროცესით არც ქართველი შეფ მზარეულები დარჩენილან უკმაყოფილო. ერთობლივად მომზადებულმა კერძმა, ვიდეორგოლზე მომუშავე მთელი გუნდის მოწონება დაიმსახურა.

აშშ, მექსიკა, ფინეთი, ავსტრია, ხორვატია, სამხრეთ აფრიკა - გადაცემა From Scratch უკვე 4 წელია გასტროტურიზმით დაინტერესებულ მაყურებელს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის კულტურას თუ ტრადიციებს აცნობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის გადაცემაში საქართველოს გაზრდის, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.

დევიდ მოსქოუ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. კამპანიის ფარგლებში, ქართული გასტრონომიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი სხვადასხვა პლატფორმებსა და სოციალურ მედიაში განთავსდება.

დღის ამბები