29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ბრიტანეთში, 125 მილიონი წლის წინ მცხოვრები დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში, კუნძულ უაითზე ბალახისმჭამელი დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მეცნიერების შეფასებით, ბოლო საუკუნის განმავლობაში, ეს ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

პორტსმუთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჯერემი ლოკვუდი, რომელიც გათხრებში მონაწილეობდა, განმარტავს, რომ აღმოჩენილი დინოზავრი, დაახლოებით 900 კილოგრამს იწონიდა.

დღის ამბები