24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ლოს-ანჟელესში, აფრენის დროს, United Airlines-ის თვითმფრინავმა ბორბალი დაკარგა

ლოს-ანჟელესში, აფრენის დროს, United Airlines-ის თვითმფრინავმა ბორბალი დაკარგა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავმა აფრენის დროს საბურავი დაკარგა, დენვერში გრაფიკის შესაბამისად წარმატებით დაეშვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, United Airlines-სთვის მიმდინარე წელს, ეს მეორე ინციდენტია.

დღის ამბები