24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ კონსულტაციებს, უამრავ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან და აქტორთან - გრიგოლ გეგელია

პარტია "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ღამის კურიერის" ეთერში სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, "ლელო" აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებთან და აქტორებთან.

"ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ კონსულტაციებს, უამრავ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან და აქტორთან. საზოგადოებას ძალიან საინტერესო კონფიგურაციას შევთავაზებთ და ეს ყველაფერი იქნება იმ ამბიციაზე დაფუძნებული რასაც ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება ჰქვია ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაბრუნდეს წარსული. 

ჩვენ გვინდა ახალი ტიპის პოლიტიკა და ახალი პოლიტიკური შემართება. ჩვენ სხვა ხარისხით უნდა ვაკეთოთ პოლიტიკა, რომ ჩვენი ძლიერი საზოგადოების სურვილს ადეკვატურად ვუპასუხოთ. 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ახალი საინტერესო კონფიგურაცია შევთავაზოთ.

ჩვენ ვართ შედეგებზე ორიენტირებულები, ჩვენ მოვდივართ იმისთვის რომ  1000 ლარამდე გავზარდოთ პენსია, მოვდივართ იმისთვის, რომ ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს პირველი გარანტირებული სტაჟირება, მოვდივართ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დასრულდეს და გვქონდეს 200 000 სამუშაო ადგილი, მოვდივართ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები