29 სექტემბერი 2024,   05:18
ვრცლად
რუმინეთში, 19 წლის მოლაშქრის ცხედარი იპოვეს, რომელიც დათვის თავდასხმისას დაიღუპა

რუმინეთში, მთის რეინჯერებმა, კარპატების მთების პოპულარულ ბილიკთან, 19 წლის მოლაშქრის ცხედარი იპოვეს, რომელიც დათვის თავდასხმისგან დაიღუპა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, როდესაც ცხედრის ხრამიდან ამოყვანას ცდილობდნენ, მათ თავს დათვი დაესხა, რის გამოც, იძულებულები გახდნენ, ის მოეკლათ.

აღნიშნული ფაქტის გამო, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ რიგგარეშე პარლამენტის სხდომას მოიწვევს, რათა ადამიანებზე დათვების თავდასხმების საკითხი განიხილონ და პრობლემის მოგვარების მეთოდებზე შეთანხმდნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ”რუმინეთში დათვების მასიური მოკვლა არ იგეგმება".

ჩიოლაკუმ არ დააკონკრეტა, როდის გაიმართება რიგგარეშე სხდომა, თუმცა თქვა, რომ შეხვედრის მიზანი მაღალი რისკის ზონების აღმოფხვრაზე მსჯელობა იქნება.

ცნობისთვის, რუმინეთში, ევროპაში მურა დათვების ყველაზე დიდი პოპულაცია ცხოვრობს - იქ დაახლოებით 8 000 მურა დათვი ბინადრობს.

დღის ამბები