29 სექტემბერი 2024,   05:18
ვრცლად
ტაივანში, მამაკაცს გასაბერ კამერაზე ჩაეძინა და ზღვაში 19 საათი ცურავდა

ტაივანში, მამაკაცს გასაბერ საცურაო კამერაზე ჩაეძინა და 19 საათის განმავლობაში ღია ზღვაში ცურავდა. ინფორმაციას Oddity Central-ი ავრცელებს. 

მამაკაცი სათევზაო ნავ Wanli Princess 168-ის ეკიპაჟის წევრებმა შემთხვევით იპოვეს და გადაარჩინეს. მეთევზეების ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში მაშინ იპოვეს, როდესაც ახალი ტაიბეის პორტს უახლოვდებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი დასუსტებული და დეჰიდრატირებული იყო, თუმცა მხნედ გამოიყურებოდა.

დღის ამბები