29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
საფრანგეთში, რუანის საკათედრო ტაძარში ხანძარია

საფრანგეთში, რუანის ცნობილ საკათედრო ტაძრის გუმბათს ცეცხლი გაუჩნდა. Sky News-ის ცნობით, ინფორმაციას ქალაქის მერი ადასტურებს.

ისტორიული შენობის გუმბათიდან კვამლის სქელი ღრუბლები ამოდის. ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შენობაშსარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, რუანის საკათედრო ტაძარი, გოტიკური კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ რუანში მდებარეობს. მისი სიმაღლე 151 მეტრია და, 1876 წლიდან 1880 წლამდე, მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა.

საკათედრო ტაძარი, ცნობილი ფრანგი მხატვრის, კლოდ მონეს შთაგონების წყარო იყო.

დღის ამბები