08 სექტემბერი 2024,   03:55
ვრცლად
6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.

მათივე ცნობით, იანვარ-ივნისის პერიოდში, ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2023 წელთან შედარებით, ზრდა +10%-ია.

"2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1 720 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2023 წელთან შედარებით, ზრდა +4.2%-ია.

აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 185 172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +9.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები