29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის ეჭვიანობები და კომპლექსები იცის მოსახლეობამ - ეს, თავისი არსით, კეთილშობილური აქტია - ირაკლი ზარქუა "ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. პროექტის მიხედვით, ამნისტია პატიმრების 1/3-ს შეეხება და მოიცავს "სისხლის სამართლის კოდექსის" 66 მუხლს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.

დღეს განცხადება პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ინიციატორები ამბობენ, რომ ეს იყო მათი დაპირება, რომ პატიმართა რაოდენობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს.

მათივე თქმით, "ამნისტიის პროექტი" ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება. კანონპროექტს, პირველი მოსმენით, რიგგარეშე სესიაზე მიიღებენ.

"ყველა ჩვენი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და რამე კარგ საქმეს, ე.ი. არ უნდა გავაკეთოთ, რადგან ყოველ წელს არჩევნები გვაქვს? ეს ხომ სიგიჟეა. რადიკალური ოპოზიციის ეჭვიანობებსა და კომპლექსებზე ნუ მალაპარაკებთ, ისედაც იცის მოსახლეობამ. ჩვენ ვცდილობთ, რომ  ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულები, ვინც ციხეში სხედან, მაქსიმალურად შევამციროთ. ეს ამნისტია არ შეეხება მძიმე მუხლებით გასამართლებულ პირებს და ამაზე მთელი რიგი ჩამონათვალი იყო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამნისტია შეეხებათ მათ, ვისაც პირობითი სასჯელი აქვთ მისჯილი, მათ ეს ვადა ერთი წლით შეუმცირდებათ. ასე, რომ ეს, თავისი არსით, კეთილშობილური აქტია,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები