29 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე უმძიმესი დღეა - "ქართულმა ოცნებამ" NATO-თან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა დახურა - თეონა აქუბარდია

NATO-ის 75-ე საიუბილეო სამიტის დეკლარაციის ტექსტთან დაკავშირებით, თბილისში პოლიტიკური ბრალდებები ისმის. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ, ხელისუფლების პოლიტიკის გამო, დეკლარაციაში აღარ არის ჩანაწერი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დაპირებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე უმძიმესი დღეა, რადგან NATO-თან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა "ქართულმა ოცნებამ" დახურა. პირველად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, NATO-ს სამიტში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაპირება აღარ არის ტექსტში მოხსენიებული, რაც იმას ნიშნავს, რომ NATO-ში წინსვლა, "ქართული ოცნების" პირობებში, არის შეუძლებელი. პირველად, NATO-ს სამიტის დეკლარაციაში, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, აღარ არტის მოხსენიებული არათუ, როგორც ქვეყნად, არამედ, მათ შორის, არც დემოკრატიული პროგრესის, არც თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით არ არის," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

NATO-ს კომუნიკეს გამოეხმაურა ასევე "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

"მინდა, მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს - თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები