29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ამნისტია კარგი და აუცილებელია საქმეა - გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ამბავია, მაგრამ კარგ საქმეს რომ აკეთებ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამას რატომ აკეთებ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"ქართულმა ოცნებამ პარლამენტში "ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

ოპოზიციის ნაწილი ამ ნაბიჯს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

"ხელისუფლება ცდილობს, რამდენი დღე და თვე დაუბრუნოს პატიმრებს და ამით მოიგოს წინასაარჩევნოდ მათი გული,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ინიციატივას იწონებს და ამბობს, რომ მათი პარტია ამ პროცესში აუცილებლად ჩაერთვება:

"ამნისტია კარგი და აუცილებელია საქმეა და ეს, ჩემი არით, საყოველთაო ამნისტია უნდა იყოს. ყველას უნდა შეეხოს რაღაც ფორმით. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ამბავია, მაგრამ კარგ საქმეს რომ აკეთებ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამას რატომ აკეთებ. ამნისტიას რაც შეეხება, ჯერ კანონპროექტი შემოტანილი არ არის. ამიტომ, ამის წინასწარ შეფასება რთულია, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს შემოტანილი, ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვებით,"- აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პროექტის მიხედვით, ამნისტია პატიმრების 1/3-ს შეეხება და მოიცავს "სისხლის სამართლის კოდექსის" 66 მუხლს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს. დღეს განცხადება პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ინიციატორები ამბობენ, რომ ეს იყო მათი დაპირება, რომ პატიმართა რაოდენობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. მათივე თქმით, "ამნისტიის პროექტი" ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება. კანონპროექტს პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე მიიღებენ.

დღის ამბები