18 აგვისტო 2026,   15:32
ვრცლად
ხარაგაულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ხარაგაულში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სოფელ კიცხს 50 ბავშვზე გათვლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა უახლოეს პერიოდში ექნება.  

მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური სამუშაოები და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება მილიონ 200 ათას ლარს აჭარბებს. 
 
კიცხის საბავშვო ბაღი, რიგით მე-16 ახალი საბავშვო ბაღია, რომელიც ხარაგაულში ბოლო წლებში აშენდა.
დღის ამბები