15 იანვარი 2025,   04:18
ვრცლად
ყაზბეგში მთის დღეები გაიმართა - ღონისძიება, ტრადიციულად, კოცონთან სიმღერით დასრულდა

ყაზბეგში მთის დღეები გაიმართა. ღონისძიება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. 

ქართველი და უცხოელი სტუმრები, მთელი დღის მანძილზე, შემეცნებით, გასართობ, სპორტულ და კულინარიულ აქტივობებში მონაწილეობდნენ. დაჯილდოვდა სხვადასხვა დარგში მოღვაწე სამი ადგილობრივი. 
 
გაიმართა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის კონცერტიც. ღონისძიება კი ტრადიციულად, კოცონთან სიმღერით დასრულდა.
დღის ამბები