30 დეკემბერი 2024,   21:50
ვრცლად
21 წლის ქართველს, რომელიც ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერი იყო, აშშ-ში 50 წლიანი პატიმრობა ემუქრება - ერთ-ერთი ბრალდება ებრაელი ბავშვების მასობრივი მოწამვლის მცდელობაა

აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნეონაცისტური ექსტრემისტული დაჯგუფების ქართველი ლიდერი, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს. მას ნიუ-იორკში, ებრაელი ბავშვების მასობრივი მოწამვლის ორგანიზება ედება ბრალად. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მის ერთ-ერთ თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და ნიუ-იორკში ებრაელ ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული დაერიგებინა.

როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, მათ შორის, ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის წაქეზებაში და მასობრივ ძალადობრივ ქმედებებში.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩხიკვიშვილს სხვადასხვა მეტსახელით იცნობენ, მათ შორის "მეთაური ჯალათის“ სახელით. ის სავარაუდოდ ხელმძღვანელობს "მკვლელ მანიაკთა კულტს“, რომელიც საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფებაა და ნეონაცისტურ იდეოლოგიას ემხრობა, ხელს უწყობს ძალადობასა რასობრივი უმცირესობების მიმართ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს ძალადობრივი დანაშაულისკენ მოწოდებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა – ძალადობრივი შეთქმულებისთვის, 20 წლით – ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ხოლო კიდევ 5 წლით პატიმრობა – მუქარის შემცველი კომუნიკაციისთვის ემუქრება. აშშ-ში სასჯელის შეკრებითობის პრინციპი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული სასჯელები დაჯამდება.

დღის ამბები