23 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
მდინარე ენგურში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი დაკარგვის ადგილის მიმდებარედ იპოვეს. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭის ტანსაცმელი მდინარის ნაპირას ნახეს, მანამდე კი მეგობრებს უთხრა, რომ საბანაოდ წყალში შესვლას აპირებდა.

შესაბამის უწყებებში ახლობლებმა მას შემდეგ დარეკეს, რაც მოზარდი რამდენიმე საათის განმავლობაში კონტაქტზე არ გავიდა.

 

დღის ამბები