29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
სენატორი, რომელიც "ქართული დემოკრატიის უკუსვლით" იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც "ქართული დემოკრატიის უკუსვლით" იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა. სასამართლომ სენატორი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური პორტალი "ჯასთ სიქურითი" ავრცელებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კანონმდებელმა ეგვიპტელი მაღალჩინოსნებისგან ქრთამი აიღო.

"მიუხედავად იმისა, რომ მენენდესი დე იურე ეგვიპტეს მთავრობის ინტერესებს არ წარმოადგენდა, დე ფაქტო, ის მათი გავლენის აგენტი აღმოჩნდა" - წერია სტატიაში.

მენენდესი იყო ერთ-ერთი იმ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლებისგან, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში წერილი გამოაქვეყნეს და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში საფრთხეშია.

დღის ამბები