22 ივნისი 2026,   09:36
ვრცლად
პრემიერის მოხსენება მნიშვნელოვანია, ვიცით და საკუთარი თვალით ვხედავთ ქვეყანაში არსებულ პოზიტიური პროცესებს - დავით მათიკაშვილი

მიმდინარე კვირის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. წერილობითი დოკუმენტი დეპუტატებს ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გადაეგზავნათ. მასში საუბარია მთავრობის საქმიანობაზე და ინფორმაცია დარგების მიმართულებით არის მოცემული.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს.

რაც შეეხება საგარეო კურსს, პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია და NATO-ში ინტეგრაციაა დასახელებული. წარდგენილი დოკუმენტი გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შესახებ საუბრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს იმ პროგრესს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს გააჩნია.

"პრემიერის მოხსენება მნიშვნელოვანია. ვიცით და საკუთარი თვალით ვხედავთ ქვეყანაში არსებულ პოზიტიური პროცესებს, რომელიც ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების, ტურიზმის განვითარების, სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების თვალსაზრისით იქმნება საქართველოში. ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების, ბატონი პრემიერისა და მისი გუნდის დამსახურება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები