შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, მეჩეთის მიმდებარედ, 36 წლის მამაკაცი გამვლელებს ნაჯახით თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. დამნაშავე უკვე დაკავებულია. მას ბრალად ქსენოფობიური მოტივით თავდასხმა ედება.
მომხდარი მკაცრად დაგმეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ საზოგადოებაში სიძულვილისა და რასიზმის ადგილი არ არის.