21 ივნისი 2026,   23:35
ვრცლად
მედია: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს, რადგან მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობა დაკარგა, - ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს

როგორც Sky News-ი წერს, სტარმერს გადადგომისკენ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა პირადად მოუწოდა. 

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამჟამად დაუნინგ სთრითზე არ იმყოფება - ის, ოჯახთან ერთად, ჩეკერსში, გარეუბანში მდებარე რეზიდენციაშია.

როგორც ჟურნალისტებს ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ კაილმა უთხრა, პრემიერთან "გულწრფელი საუბარი" ჰქონდათ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ახლა ის დგას. კაილის განცხადებით, სტარმერთან ბოლოს პარასკევის ისაუბრა. 

მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ოფიციალურად სექტემბერში, ლეიბორისტული პარტიის ყრილობამდე გადადგება. 

დღის ამბები