06 სექტემბერი 2024,   12:19
ვრცლად
ისრაელის იერიშებს ღაზის სექტორში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა - პარალელურად, კაიროში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის იერიშებს ღაზის სექტორში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებები იყო ნუსეირატის დევნილთა ბანაკშიც, დაღუპულია თორმეტი ადამიანი. ამ ფონზე კი კაიროში ამერიკის მიერ ინიციირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისრაელი ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასისგან" 120 მძევლის დაბრუნებას მოითხოვს.

ამერიკის შეერეთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეთანხმების პროცესი ბოლო ეტაპზეა.

"საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მივაღწიეთ. განვიხილეთ წინადადებები, რომელიც ისრაელის მთავრობამ და "ჰამასმა" შემოგვთავაზა. ახლა პროცესის ფინალური ნაწილია და დეტალებს ვაზუსტებთ. მხარეებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან ყოველ დღე ვმუშაობთ, მათ შორის, ისრაელთან და ბევრ სხვა მხარესთან. საკითხებს შორისაა მმართველობა, უსაფრთხოება, სექტორის აღდგენა, ჰუმანიტარული დახმარება," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები