25 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
"ვფიქრობ, გასულ ოლიმპიადასთან შედარებით, ახლა შემიძლია უმაღლესი სინჯის მედალი მოვიპოვო" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი

ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე, საკუთარ გამოცდილებასა და მოლოდინებზე "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრეს.

ერთ-ერთი, ძიუდოისტი ქალი ეთერ ლიპარტელიანი იყო, რომელსაც გარდა იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობს, უამრავი სხვა წარმატებაც აქვს, ახლა კი, საფრანგეთის ოლიმპიადაზე გამარჯვების სურვილზეც საუბრობს.

"ძალიან გავიზარდე, მეტი გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, გასულ ოლიმპიადასთან შედარებით, ახლა შემიძლია უმაღლესი სინჯის მედალი მოვიპოვო", - ამის შესახებ ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა გადაცემა "შუადღეში" საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, შეისწავლა ყველა დაშვებული შეცდომა, ბევრი ივარჯიშა და ახლა მზად არის, რომ ოქროს ოლიმპიური მედალი მოიპოვოს.

"გავიარე ძალიან კარგი შეკრებები, რა თქმა უნდა, ვეჭიდავებოდი ლიდერებს და ვფიქრობ, მეტად მაღლა ვიყავი, ვინც ლიდერი უნდა იყოს ოლიმპიადაზე. მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ვარჯიშზე დამაჯერებლად ვუგებდი, თუმცა ვარჯიში არ არის მთავარი, მთავარია ოლიმპიადაზე როგორ შეხვდები, როგორი მოტივაციით იქნები და ვფიქრობ, რომ მოტივაცია არ მაკლია და უფრო მეტად მონდომებულიც ვიქნები.

რთული იყო ის მარცხი, რომელიც განვიცადე წინა ოლიმპიადაზე, ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და ამ მარცხით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რა თქმა უნდა, შევეცდები ამ ოლიმპიადაზე არ დავუშვა ასეთი შეცდომები და მეტად დამაჯერებლად ვიასპარეზო", - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.

 

დღის ამბები