18 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
ისრაელმა ხან-იუნისიდან პალესტინელი დევნილების ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ღაზაში ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ ხან-იუნისიდან პალესტინელი დევნილების ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა. "ცახალი" აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" განადგურების საჭიროებით ხსნის.

გაეროს დევნილთა სააგენტოს მონაცემებით, ჰან-იუნისის სამხრეთ ნაწილში ასობით ადამიანია დარჩენილი. გაეროს სააგენტოს განცხადებით, ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებს ისრაელმა კონფლიქტის ზონაში შესვლა აუკრძალა.

მედიის ინფორმაციით, ამერიკისა და ყატარის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფინალური ეტაპი, რომში ხვალ გაიმართება.

დღის ამბები