25 ოქტომბერი 2024,   16:18
ვრცლად
ზღვისპირა ქალაქში, მუსიკალური დღესასწაული გრძელდება - ბათუმი მე-17 ჯაზფესტივალის მასპინძელია

ზღვისპირა ქალაქში, მუსიკალური დღესასწაული გრძელდება. ბათუმი რიგით მე-17 ჯაზფესტივალის მასპინძელია.

ტრადიციული ადგილის, ბათუმის კორტების სცენას, ცნობილი ბენდები და შემსრულებლები იკავებენ. დღეს ჯექსონების დღეა - მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახის.

ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონები მსმენელის წინაშე ენერგიული შოუთი წარდგებიან. ჯექსონების შოუზე, ხუთივე ძმის, მათ შორის, ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგაჰიტი გაჟღერდება, რომლებმაც, დიდი ხანია, მსოფლიო პოპულარობა მოიპოვეს.

დღის ამბები