16 აგვისტო 2026,   19:07
ვრცლად
ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრის უბანში, სრულად რეაბილიტირდა კონსტიტუციის ქუჩა, სადაც 2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი.მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ტროტუარები, გამწვანებული სივრცეები.

დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა.  ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ხახუბიასთან ერთად კონსტიტუციის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

კონსტიტუციის ქუჩაზე გზის მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

დღის ამბები