16 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
სააკაშვილის ფაქტორი, უკვე არ აინტერესებს არავის არც უცხოეთში და არც საქართველოში - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნება" ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების გარიგებაზე საუბრობს - სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას ელოდა და სწორედ ეს გახდა მისი უკმაყოფილების მიზეზი, როდესაც საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ სამართლებრივად ექსპრეზიდენტმა სასამართლოსგან სასარგებლო გადაწყვეტილება მოისმინა. ამ დისკუსიაში არ შედიან თავად სააკაშვილის გუნდელები - მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული და პოლიტიკურად მოტივირებულია.

"სააკაშვილის ფაქტორი უკვე არ აინტერესებს არავის - არც უცხოეთში და არც საქართველოში. თუმცა, გეგმა B-სთვის ყოველთვის ჰყავთ შემონახული როგორც ოქროს მოწმე. გამომდინარე აქედან, არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდგომ, ან ზუსტად იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით შეიძლებოდა, რომ რადიკალური პროცესების მცდელობას, რომელსაც არ მალავენ რომ ემზადებიან, ზედ დამატებოდა სააკაშვილის შეწყალება.

ზურაბიშვილის თავში რა იხარშება ეს კარგად ვიცით, მას არავინ არაფერს არ ეკითხება და სააკაშვილის წერილიც ზურაბიშვილის მიმართ, ზუსტად ამას ადასტურებს. სააკაშვილს ხომ ახასიათებს, რომ ბუნებრივად აჟღერებს ხოლმე იმ საიდუმლოებებს, რა გარიგებებიც აქვს დადებული, ეს მოხდა ზუსტად, რატომ გადამაგდეო ეუბნება ზურაბიშვილს, როცა შეწყალებაზე ვიყავით შეთანხმებულიო. რატომ არ თქვი და არ გააპროტესტე ეს აღკვეთი ღონისძიებაო," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები