პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას განაგრძობენ. დღეს, საქართველოს სახელით, ორი ათლეტი გამოვა.
გუშინდელი მარცხის მიუხედავად, ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამის მიზეზი სემენ ნოვიკოვია, რომელიც ფინალში გავიდა და ქართველ ფალავანს, მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა.
დღეს ოლიმპიადაზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით, ვლადიმერ გამყრელიძე გამოვა.