19 აგვისტო 2026,   05:32
ვრცლად
სპორტის მინისტრის მოადგილე ოლიმპიელებს შეხვდა და გამარჯვება უსურვა

სპორტის მინისტრის მოადგილე ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა და, უწყების სახელით, მათ გამარჯვება უსურვა.

იოსებ ბაღათურია სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და ექიმებს ოლიმპიურ სოფელში გაესაუბრა, გაეცნო მზადების პროცესს.

ამ ეტაპზე, საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია - ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

დღის ამბები