05 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
"დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი" - გენო პეტრიაშვილის პირველი კომენტარი ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ

გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, პირველი კომენტარს აკეთებს: 

"მამაჩემი ნეტავ რას შვება ხო ცოცხალია ნეტავ? მგონია სიზმარში ვარ. მადლობა გულშემატკივრებს. უფალს მადლობა - დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი,"- აცხადებს გენო პეტრიაშვილი.

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.

შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.

აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

დღის ამბები