17 აგვისტო 2026,   12:18
ვრცლად
უბედური შემთხვევა ოზურგეთში - 21 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში უბედური შემთხვევა მოხდა. 21 წლის მამაკაცი ბ.დ. დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი  ელექტროგაყვანილობის შეკეთებას ცდილობდა, როცა შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

დღის ამბები