16 აგვისტო 2026,   19:50
ვრცლად
რუსთავში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდა

რუსთავში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდა, რომლის დაწყებამდეც, ქალაქი, მთელი დღის განმავლობაში, ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობდა.

კონცერტის მსვლელობისას, ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები: ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს სცენაზე.

რუსთაველ ოლიმპიელებს - ლაშა გურულსა და გიორგი სარდალაშვილს, რუსთავის მერიამ, თითოეულს ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი გადასცა.

სიმბოლური საჩუქარი გადასცეს ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურსაც, რომლის სტუმრობაც, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებული სიურპრიზი იყო.

დღის ამბები