ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფლების - ხანდო, რეხა, ავრანლო, გუმბათისა და არწივანის წყალმომარაგების პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
სამუშაოების დასრულების შემდგომ, ჯამში, 18 კილომეტრი წყლის სისტემა მოეწყობა და, სულ მალე, 3 300 ბენეფიციარი ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.
პროექტები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 5 მილიონ ლარამდე შეადგინა.